5 წლის ბავშვმა უნიტაზში პითონი აღმოაჩინა (ფოტო)

ინგლისში 91 სანტიმეტრიანი გველი უნიტაზიდან უპრობლემოდ ამოიყვანეს.

ინგლისში, კონკრეტულად, ესექსში, ქალაქ საუთენდში 5 წლის ბავშვმა უნიტაზში სამეფო პითონი აღმოაჩინა.

ოჯახმა ცხოველთა მაღაზიიდან დახმარება გამოიძახა. სპეციალისტებმა 91 სანტიმეტრიანი გველი უნიტაზიდან უპრობლემოდ ამოიყვანეს.

როგორც ბავშვის დედა, ლაურა ქოველი ამბობს, რამდენიმე დღის განმავლობაში უნიტაზს პრობლემები ჰქონდა. წყალი ცუდად ირეცხებოდა და უჩვეულო, არასასიამოვნო სუნი იყო.
ცხოველთა მაღაზიის წარმომადგენლის განცხადებით, 10 წელია სხვადასხვა ადგილებიდან გველები ამოჰყავს, თუმცა მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში პირველი იყო.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge
By | 2017-09-05T19:07:43+00:00 September 5th, 2017|Uncategorized|